ნავარას უნივერსიტეტმა (ესპანეთი, ქალაქი პამპლონა) დაიწყო ოთხწლიანი კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი იქნება იმ ჰიპოთეზის შემოწმება, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება შეიძლება არანაკლებ უსაფრთხო იყოს, ვიდრე სრული თავშეკავება, იუწყება ტელეარხი Antena 3. UNATI-ს (University of Navarra Alumni Trialist Initiative) პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ისინი ეძებენ 50-დან 75 წლამდე ასაკის 10 ათას მოხალისეს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ კვირაში მინიმუმ სამ ალკოჰოლურ სასმელს.

მოხალისეები ოთხი წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ვრცლად rbc-ზე