ესპანეთში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის მიწისზედა მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანია Azul Handling-ის თანამშრომლებმა გაფიცვების სერია გამოაცხადეს, რომელიც ხუთშაბათს, 15 აგვისტოს დაიწყება.

აქცია დააორგანიზა მუშათა საყოველთაო კავშირმა (UGT), სამუშაო პირობების გაუარესებისა და პროფკავშირის მიერ მუშათა უფლებების სისტემატური დარღვევების საპასუხოდ.

გაფიცვა ესპანეთის 12 აეროპორტს შეეხება, მათ შორის მადრიდს, ბარსელონას, მალაგას, სევილიას, პალმა-დე-მალიორკას, ალიკანტესა და ტენერიფეს.

გაფიცვები სამ დროს გაიმართება: 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე და 21:00 საათიდან 23:59 საათამდე.

ვრცლად 34travel.me – ზე