ერდოღანი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირობას დებს, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

„მმართველი პარტია და მისი მოკავშირეები კენჭისყრის ნებისმიერ შედეგს ლეგიტიმურად ჩათვლიან და გააკეთებენ იმას, რასაც დემოკრატია მოითხოვს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და მისმა მოკავშირეებმა გამოავლინეს ნიშნები, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.