პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მიმართ კეთილგანწყობის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ამ კუთხით, მას ბრუნო რეტაიო (35%) და ჯერალდ დარმანინი (33%) საგრძნობლად უსწრებენ.

ვარდნა გრძელდება - „იპსოსის“ კვლევის თანახმად, რომლის შედეგები 11 იანვარს გამოქვეყნდა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოპულარობის რეიტინგი ზედიზედ მესამედ დაეცა და 21%-მდე ჩამოვიდა. მეორე მხრივ,პრემიერ-მინისტ ფრანსუა ბაირუს, რომელმაც მთავრობის მეთაურის პოსტი 20%-იანი რეიტინგით დაიკავა, მნიშვნელოვნად უსწრებენ მისი მინისტრები, ბრუნო რეტაიო (35%) და ჯერალდ დარმანინი (33%).

ემანუელ მაკრონის პოპულარობის რეიტინგი მის ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება, რომელიც 2018 წლის დეკემბერში, „ყვითელი ჟილეტების“ კრიზისის დროს, 20%-მდე ჩამოვიდა. ცენტრისტი მხარდამჭერების გარდა, რომელთა 62%-თვის ემანუელ მაკრონის საქმიანობა მისაღებია, სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები პრეზიდენტის მიმართ, ძირითადად, უარყოფითად არიან განწყობილნი, მათ შორის - „რესპუბლიკური პარტიისა“ და და „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირის“ (UDI) წარმომადგენლები.

ახალი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიმართ დადებით განწყობას გამოკითხულთა მხოლოდ 20 პროცენტს გამოხატავს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის: როდესაც 2024 წლის სექტემბერში საფრანგეთის მთავრობის მეთაურად მიშელ ბარნიე დაინიშნა, მისი პოპულარობის მაჩვენებელი 34% იყო.

მთავრობის სხვა წევრებს შორის ფრანგები ყველაზე უკეთესებად მიიჩნევენ ორ მინისტრს: ბრუნო რეტაიოს (35%) და ჯერალდ დარმანენს (33%), რომლებიც საგრძნობლად უსწრებენ არა მარტო ფრანსუა ბაირუს, არამედ ასევე რაშიდა დატის, მანუელ ვალსს (თითოეულს - 18%) და სებასტიენ ლეკორნუს (14%).

კომპანია „იპსოსმა“ გამოკითხვა 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 მოქალაქეს შორის 2025 წლის 8-9 იანვარს ჩაატარა.

წყარო: 1 არხი