სასუქის გაძვირება ფერმერების მოგებას და მომავალი მოსავლის მოცულობას ემუქრება
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბუნებრივი გაზისა და სასუქის საერთაშორისო მიწოდება შეაფერხა. აზოტოვანი სასუქების ზოგიერთი სახეობა 30-40%-ით გაძვირდა. თუ ფერმერები მაღალი ფასის გამო სასუქის გამოყენებას შეამცირებენ, შედეგი შესაძლოა მომავალ სეზონებში დაბალი მოსავლიანობა და საკვების გაძვირება იყოს. განსაკუთრებით მოწყვლადია განვითარებადი ქვეყნები, სადაც ფერმერებს გაზრდილი ხარჯის დასაფარად ნაკლები ფინანსური რესურსი აქვთ.
საფრანგეთმა ფერმერებისთვის სასუქის შეძენის სუბსიდირება უკვე გამოაცხადა. დახმარება ერთ ტონა აზოტოვან სასუქზე €50-ს შეადგენს, მაღალი ხარჯის მქონე მეურნეობებისთვის კი €70-მდე იზრდება.