2027 წლისთვის დუბაიში იქნება 11,300-ზე მეტი ახალი სასტუმრო ოთახი, დაახლოებით 4,620-ის გახსნა წელს იგეგმება, იტყობინება საკონსულტაციო კომპანია Cavendish Maxwell. შემდეგ კი საამიროს ნომრების მარაგი 769 სასტუმროში 162,600 ერთეულზე მეტი იქნება.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს დუბაიმ 19 სასტუმროში 4255 ნომერი დაამატა, რაც წინა წელთან შედარებით 2,9 პროცენტით მეტია. დეკემბრის მდგომარეობით, ქალაქს ჰქონდა სულ 724 განსახლების ობიექტი, რომელიც სთავაზობდა 151,245 ოთახს.

მოსალოდნელია რომ მეგაპოლისში სასტუმროების რაოდენობა წელს 3,1%-ით, ხოლო 2026 წელს 3,4%-ით გაიზრდება.

ამავდროულად, ძვირად ღირებული სასტუმროების სეგმენტი აგრძელებს დუბაის ბაზარზე დომინირებას: 2024 წელს ხელმისაწვდომი ოთახების თითქმის 70% იყო ლუქს და მაღალი კლასის კატეგორიებში. ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება, ვარაუდობენ ანალიტიკოსები.

წყარო: buyingbusinesstravel