დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული უკრაინაში რუსეთის ომამდე ვერავის წარმოედგინა, ახლა კი მკაფიოა.

„ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე არავის წარმოედგინა, ახლა კი ნათელი გახდა. ეს აუცილებელი პირობაა, თუ გვსურს, რომ დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შევძლოთ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

ბორელის ცნობით, წელს, ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი გაიმართება და კიევში ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების ოფისი გაიხსნება.