დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ლეიკენ რაილის აქტს, რომელიც 2024 წლის 22 თებერვალს ვენესუელელმა მიგრანტმა მოკლა. აქტი ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოსარალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი არ აქვთ ჯერ წაყენებული.

„ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს მოეთხოვება, დააკავოს ყველა არალეგალი უცხოელი, რომელიც ბრალდებულია ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, მკვლელობის ან ნებისმიერი დანაშაულისთვის, რაც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ზიანს. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, ეს აქტი შტატების მთავრობებს აძლევს უფლებას, უჩივლონ ფედერალურ მთავრობას დაუყოვნებელი აღმკვეთი ზომების მისაღებად, თუ რომელიმე მომავალი ადმინისტრაცია ოდესმე კვლავ უარს იტყვის აშშ-ის იმიგრაციის კანონების აღსრულებაზე, როგორც ეს ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 22 თებერვალს, 22 წლის რაილი 26 წლის ხოსე იბარამ მოკლა, რომელიც ამერიკაში არალეგალურად შევიდა. დამნაშავე მალევე დააკავეს და მას პატიმრობა შეეფარდა სხვადასხვა ბრალდებით. თავდამსხმელი მანამდე დაკავებული იყო ქურდობისთვის.

1tv.ge