აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირში ელჩობის კანდიდატად ენდრიუ ფაზდერი დაასახელა.

დონალდ ტრამპმა ენდრიუ ფაზდერი დაახასიათა, როგორც წარმატებული ადვოკატი, ბიზნესმენი, ეკონომიკური კომენტატორი და ავტორი.

„2000 წელს ის დაინიშნა CKE Restaurants, Inc.-ის აღმასრულებელ დირექტორად, რესტორნების საერთაშორისო ქსელების, Carl’s Jr და Hardee’s-ის მშობელი კომპანია. 17 წლის განმავლობაში, როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდიმ კომპანია სერიოზული ფინანსური სიძნელეებიდან გამოიყვანა, საშუალება მისცა მას, გადარჩენილიყო, გამხდარიყო ფინანსურად უსაფრთხო და გაზრდილიყო. ენდი შესანიშნავ საქმეს გააკეთებს, წარმოაჩენს ჩვენი ერის ინტერესებს ამ მნიშვნელოვან რეგიონში“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, დონალდ ტრამპმა ენდრიუ შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა, თუმცა ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდების გამო, ინიციატივა ჩავარდა. ფაზდერი მუდმივად უარყოფდა ამ ბრალდებებს. ყოფილმა მეუღლემ, ლიზა ფიერშტეინმა შემდგომში უარყო ეს პრეტენზიები, როგორც ბავშვის მეურვეობის შეთანხმების ნაწილი და თქვა, რომ ეს იყო მისი ადვოკატის მიერ ფაზდერთან განქორწინების მოლაპარაკებების დროს გამოყენებული ტაქტიკა.

პირველი არხი