დონალდ ტრამპის ქონება, ტარიფების გამო, 500 მლნ დოლარით შემცირდა.
ტრამპის ქონება 4,7 მლრდ აშშ დოლარიდან 4,2 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რადგანაც მის საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციები გაუფასურდა.
ყველაზე მეტად ტრამპის კომპანია Trump Media and Technology Group დაზარალდა, რომლის საბაზრო ფასი 8%-ით შემცირდა. ამ კომპანიაში ტრამპის წილი ახლა 2,2 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად, 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტის კომერციული უძრავი ქონების ფასი ბოლო 3 დღეში 660 მილიონიდან 570 მილიონამდე შემცირდა. ასევე ტრამპმა დაკარგა ფული კრიპტოვალუტების გაუფასურების გამო, სადაც ის შემოსავლის ნაწილს ინახავს.