აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰოკეისტ უეინ გრეცკის სთხოვა, “კანადის გუბერნატორი” გახდეს, - ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მის მემკვიდრესთან დაკავშირებით გეგმა აქვს.
“ვიყავი უეინ გრეცკისთან. ვუთხარი: “უეინ, გინდა იყო კანადის გუბერნატორი?” ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე უეინზე უკეთესი იქნება. ის ჩემი მეგობარია. ის შესანიშნავი ადამიანია. ის ჰოკეის შესანიშნავი მოთამაშეა”, - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა. „კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად რა დიდი ერი იქნებოდა!” - განაცხადა ტრამპმა.