დონალდ ტრამპი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტის კანდიდატურის ფლორიდის გუბერნატორით, რონ დესანტისით შეცვლას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეტის კანდიდატურის შეცვლას მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო განიხილავს.
გამოცემის წყაროების განცხადებით, დონალდ ტრამპის გუნდში ფიქრობენ, რომ ჰეგსეტი კონგრესში შემოწმებას ვერ გაივლის.
ამასთან, წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის, ელბრიჯ კოლბისა და სენატორის, ჯონი ერნსტის კანდიდატურებსაც განიხილავს.
ცნობისთვის, პიტ ჰეგსეტი Fox News-ის წამყვანი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანია, ხოლო რონ დესანტისი 2019 წლიდან ფლორიდის შტატის გუბერნატორია და 2024 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძოდა.