იტალიურმა მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ Gucci-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტეფანო კანტინო თანააღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, იტყობინება Bloomberg Dolce & Gabbana-ს კორპორატიულ განცხადებაზე დაყრდნობით.
აქამდე კომპანიას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა ალფონსო დოლჩე – დომენიკო დოლჩეს ძმა. დომენიკო დოლჩემ კომპანია სტეფანო გაბანასთან ერთად დააარსა, ხოლო გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
Dolce & Gabbana-მ თანადამფუძნებლის წასვლას „ორგანიზაციული სტრუქტურისა და მენეჯმენტის ბუნებრივი ევოლუციის ნაწილი“ უწოდა.
კანტინო ასევე მუშაობდა Prada-ში.