ლისაბონში მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის რესტორანი Dinner in the Sky გაიხსნა, რომელიც მდინარე ტეჟუზე, 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული. იქ მოსახვედრად, მსურველებმა მხოლოდ წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილი, არამედ უნდა გაიარონ მკაცრი შერჩევის პროცესი სიმაღლისა და ჯანმრთელობის მიხედვით.

ყველაფერი ასე ხდება – სტუმრები ადგილზე 30 წუთით ადრე მიდიან რათა გაიარონ სავალდებულო ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შემდეგ ისინი ღვედებს გაიკეთებენ და სპეციალურად ასეთი ღონისძიებებისთვის აღჭურვილი ამწე მათ აიყვანს 50 მეტრის სიმაღლეზე მყოფ პლატფორმაზე, მაგიდასთან 22 პერსონისთვის.

მიწვეული შეფ-მზარეული ვახშამს მაგიდის ცენტრში ამზადებს.

ვრცლად euro-pulse – ზე