დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) საბოლოო მონაცემებში.

შედეგი დაემთხვა როგორც წინასწარ შეფასებას, ასევე Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.

ამგვარად, მშპ-ს ზრდის ტემპი მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 0.3%-თან შედარებით შენელდა.

მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში ივლის-სექტემბერში 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წარმოების სექტორი 0.3%-ით შემცირდა.

სამომხმარებლო ხარჯები 0.3%-ით, სამთავრობო ხარჯები 0.4%-ით, ხოლო ბიზნეს კაპიტალდაბანდებები 1.3%-ით გაიზარდა.

გაიზარდა - 0.2%-ით. იმპორტი კი 0.3%-ით გაიზარდა.

როგორც ადრე იყო ცნობილი, დიდი ბრიტანეთის მშპ-ს ზრდამ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3% შეადგინა.

წყარო: interfax