დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ზოგადად სტაბილური და დაბალანსებულია.ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის ფორმირების სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ზოგადად სტაბილური და დაბალანსებულია“, - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთის შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა და თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.
მან აღნიშნა, რომ ეკონომიკაში რიგ ძირითად მაჩვენებლებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე შეფასებები და პროგნოზები.