დღეს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება. მიუხედავად სახელისა, ამ დროს მთვარე ცისფრად ნამდვილად არ ანათებს. უფრო მეტიც, უცნობია საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი.
ამავდროულად, სუპერმთვარე მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ორბიტაზე ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან ახალი ან სრული ფაზისას. თუ ეს ორი ფაქტორი ერთდროულად ხდება, მას „სუპერ ლურჯ მთვარეს ან „ლურჯ სუპერმთვარეს“ უწოდებენ.
2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან, ორი აგვისტოშია.
პირველი სუპერმთვარე ამაღამ გამოჩნდება. მთვარის დისკო დაახლოებით 7,1 პროცენტით დიდი და თითქმის 15,6 პროცენტით უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე საშუალო სავსე მთვარე.
თუ გარეთ გასვლის და მისი დანახვის საშუალება არ გაქვთ, იტალიელი ასტრონომი ჯანლუკა მას პირდაპირ ეთერს ჩართავს, როდესაც მთვარე რომის კოლიზეუმის თავზე ამოვა.
მეორე სუპერმთვარე 31 აგვისტოს დადგება და წინაზე 0,1 პროცენტით უფრო დიდი და კაშკაშა იქნება. ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გვექნება.