დევიდ ბექჰემმა რაინდის წოდება მიიღო და უკვე ოფიციალურად სერ დევიდ ბექჰემად მოიხსენიება.
ფეხბურთის სუპერ ვარსკვლავი, ოსკაროსან მსახიობ გარი ოლდმენთან ერთად, 19-კაციან სიაში მოხვდა, ვინც რაინდის წოდებები მიიღეს. ასევე, წოდება მიენიჭა 21 ქალბატონს, მათ შორის არიან მომღერალი და მსახიობი ელენ პეიჯი და მწერალი პეტ ბარკერი.
„აღმოსავლეთ ლონდონში მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად გავიზარდე. ისინი უდიდესი პატრიოტები იყვნენ და ბრიტანელობით ამაყობდნენ, მე კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ჭეშმარიტად განსაკუთრებულ პატივს მივიღებდი“, - განაცხადა ბექჰემმა.
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაინდის წოდებაზე 2014 წელსაც იყო წარდგენილი, თუმცა მაშინ საგადასახადო სისტემასთან არსებული პრობლემების გამო ვერ მიიღო.
საერთო ჯამში, მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, მასში 1 200 ადამიანია - დაჯილდოვებულთა 52% მამაკაცია, ხოლო 48% ქალი. სიის ყველაზე უმცროსი წევრი 11 წლის ასაკში შერაცხეს რაინდად, ყველაზე ასაკოვანი კი - 106 წლის.