აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე — სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე — კონტროლი მოიპოვა. Associated Press-ისა და სხვა ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დემოკრატებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს რესპუბლიკელების ტრადიციულ დასაყრდენ შტატებშიც.

 

არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგებით, მანდატები ასე ნაწილდება:

აშშ-ის სენატი (100 ადგილი):

  • დემოკრატები და მათთან ალიანსში მყოფი დამოუკიდებელი სენატორები — 54 ადგილი (+7);
  • რესპუბლიკელები — 44 ადგილი (-7);
  • 2 ადგილი — შედეგები ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.

წარმომადგენელთა პალატა (435 ადგილი):

  • დემოკრატები — 228 ადგილი (+25);
  • რესპუბლიკელები — 139 ადგილი (-25);
  • 68 ადგილი — ხმების დათვლა ჯერ დასრულებული არ არის.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას სულ მცირე 218 მანდატი სჭირდება. ამ დროისთვის დემოკრატებს ეს ზღვარი 10 მანდატით აქვთ გადალახული.

დემოკრატებმა სენატში გამარჯვება მოიპოვეს აიოვაში, კანზასში, მეინში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტეხასისა და სამხრეთ კაროლინის შედეგები, სადაც დემოკრატმა კანდიდატებმა ათწლეულების განმავლობაში არსებული რესპუბლიკური უპირატესობა შეცვალეს.

არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ ცხოვრების გაძვირების, ინფლაციის, ირანთან ომისა და მთავრობის საქმიანობაში კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო.

კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, დაბლოკონ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივები, წინააღმდეგობა გაუწიონ ადმინისტრაციის საკადრო დანიშვნებს და დაიწყონ გამოძიებები მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით.

შედეგები მნიშვნელოვნად ცვლის ვაშინგტონში პოლიტიკურ ძალთა ბალანსს და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლსა და კონგრესს შორის ურთიერთობას.