დელის ხელისუფლებამ დახურა სკოლები, შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები და შეზღუდა სატვირთო მანქანების შესვლა ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო, იტყობინება ორშაბათს Associated Press.

ამდენად, ქალაქში შეუშვებენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების გადამზიდავ სატვირთო მანქანებს.

ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობის გამო, ხელისუფლება მოუწოდებს ბავშვებს, მოხუცებს და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებს სახლში დარჩნენ.

გარდა ამისა, ავიაკომპანიებმა გააფრთხილეს ცუდი ხილვადობის გამო ფრენების შეფერხების შესახებ.

დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ჰაერის დაბინძურების დონე 50-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ დასაშვებ სტანდარტს.

დელის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში უჩივიან თავის ტკივილს და მშრალ ხველას, რომელიც ვარაუდობენ, რომ გამოწვეულია სწორედ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით, წერს Associated Press.

interfax