რამდენიმე წელია, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული დელეგაცია დავოსში არ ჩადის რაც, როგორც დმიტრი პესკოვის განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური ფორუმისადმი რუსეთის ინტერესის შემცირებით აიხსნება. 

„რამდენიმე წელია, რაც ჩვენს დელეგაციას დავოსის „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ფორუმის მიმართ ჩვენი ინტერესი შემცირებულია“, - ამის შესახებ დმიტრი პესკოვი CNBC-სთვის გაგზავნილ წერილში წერს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი მიმართვა ფორუმის ფარგლებში 2021 წელს შედგა, როცა პანდემიის გამო ის დისტანციურად ჩატარდა.