დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ.
მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა რუსეთი საომარ მოქმედებებს შეწყვეტს.
„მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ქმედებების წარმოებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. გავაგრძელებთ მოსკოვისადმი მიმართვას მოთხოვნით, რომ საბრძოლო ქმედებები შეაჩეროს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, - განაცხადა მელონიმ.