დანიაში, ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფმა შესთავაზა კანონების შეცვლა, რათა დაიცვან ადამიანები წონის, სიმაღლისა და სხვა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით დისკრიმინაციისგან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ექსპერტები ორი კანონის შეცვლას სთავაზობენ: პირველი იცავს სამსახურში დისკრიმინაციისგან, მეორე კრძალავს საჯარო შეურაცხყოფას და მუქარას რასის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ორიენტაციის საფუძველზე.

მეცნიერებს სურთ, ორივე კანონს დაემატოს დაცვა გარეგნობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან.