დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინის ცის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ცნობისთვის, გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა.

წყარო: ინტერპრესნიუსი