საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილმა შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია და ასევე თქვა, რომ ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემებია.

„ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი“, – ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონის მონახულებისას. 

მისი თქმით, ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული და ამოცნობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. როგორც ის აცხადებს, ცდილობენ ადამიანების ამოყვანის ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ.

„მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ“ – განაცხადა აზარაშვილმა