კასპიის სანაპირო კლასტერის პროექტის განხორციელების ფარგლებში დაღესტანში, თითქმის 5000 ნომრით, 100-ზე მეტი სასტუმრო აშენდება, ამის შესახებ ოთხშაბათს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

„დაღესტანთან ერთად შევიმუშავეთ კასპიის სანაპირო კლასტერის კონცეფცია. შემოთავაზებულია მისი შექმნა ეტაპობრივად, დაწყებული დერბენტის რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილიდან. ზღვისპირა კურორტის გეგმის მიხედვით 200 ჰექტარზე განთავსდება, რომელიც 5000 ნომერზეა გათვლილი, რაც მთელ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებული სასტუმროს ნომრების 10%-ია. ეს მოიცავს - სპორტულ, გასართობ ობიექტებს, ნავსადგურს“, - თქვა რეშეტნიკოვმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების შესახებ შეხვედრაზე.

მისი თქმით, კორპორაცია Кавказ.РФ-ი საინჟინრო ინფრასტრუქტურაში 10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, მათ შორის კურორტ არხიზის გაყიდვიდან მიღებული თანხებით.