ainonline.com-ის ინფორმაციით, ჩინური სახელმწიფო საწარმო Commercial Aircraft Corp of China იგივე – Comac C919, მომავალ კვირას, ჩინეთის ისტორიაში პირველ კომერციულ ავიალაინერს წარადგენს. ჩინურმა თვითმფრინავმა კონკურენცია ბაზრის 2 უმთავრეს მოთამაშეს – Boeing და Airbus თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს.
Comac C919-ის ბორტზე მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 164-ს აღწევს და ერთი აფრენით 5555 კილომეტრის დაფარვაა შესაძლებელი. როგორ ცნობილია ჩინური ბორტი ბაზარზე რამდენიმე ვარიანტით იქნება წარმოდგენილი, დანიშნულებისა და საბაზო სეგმენტის გათვალისწინებით
გავრცელებული ინფორმაციით, ახალმა ჩინურმა თვითმფრინავმა ანუ C919 -მა კონკურენცია Boeing 737 MAX -ს Airbus A320NEO -ს უნდა გაუწიოს.
ჩინური სამგზავრო ავიაბორტის შექმნილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ფრენა 2017 წელს განხორციელდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თვითმფრინავზე მუშაობა დასრულებულია და ის მზად არის ფრენების დასაწყებად.