Colgate-Palmolive-ი საკუთარი წარმოების კბილის პასტისთვის ახალ შეფუთვას და მარკეტინგულ კამპანიას წარადგენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ფტორთან დაკავშირებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მშობლებსა და ბავშვებს.


კერძოდ, მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კბილის პასტების მწარმოებელი სარეკლამო მასალებსა და შეფუთვაში ჭარბი რაოდენობის ფტორის გამოსახულებებს იყენებს.

პაქსტონმა განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან Colgate-ი თავისი ბრენდების Colgate-ის, Tom's of Maine-ის და hello-ს კბილის პასტების ეტიკეტებზე მიუთითებს, რომ პროდუქცია 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა გამოიყენონ ასაკის შესაბამისი რაოდენობით, ეტიკეტის შესაბამისად.


მიუხედავად იმისა, რომ Colgate-ის პროდუქტის ეტიკეტებზე გამოყენების ინსტრუქცია FDA-ს მოთხოვნებს შეესაბამება, Colgate-ი დათანხმდა, რომ 1 ნოემბრიდან, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ფტორის შემცველი კბილის პასტის პროდუქტებზე გამოსახული იქნება კბილის პასტის უსაფრთხო, ასაკის შესაბამისი რაოდენობა, რომელიც შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტებზე მითითებულ გამოყენების ინსტრუქციას. ახალი ვიზუალური მასალა თავდაპირველად ონლაინ გამოჩნდება, შემდეგ კი ფიზიკური შეფუთვა განახორციელებს ცვლილებებს.

„კოლგეიტთან“ ეს ისტორიული შეთანხმება იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც ამერიკული კომპანიები მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი შვილებისა და ოჯახების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენ ვაფასებთ „კოლგეიტს“, როგორც კბილის პასტის მწარმოებელს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ამ სფეროში და ვიმედოვნებთ, რომ სხვა კომპანიებიც მიჰყვებიან მათ მაგალითს,“ - განაცხადა პაქსტონმა.

jandacva.ge