აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი უნდა გაიყიდოს.
მისი აზრით, მაუწყებლის გაყიდვა უნდა მოხდეს მისი მშობელი კომპანიის, Warner Bros-ის გაყიდვასთან ერთად, რომლის შესაძენადაც Netflix-სა და Paramount-ს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, არხს ახალი მესაკუთრეები სჭირდება.
ცნობისათვის, Netflix-ს, რომელიც Warner Bros. Discovery-ის ყიდვას ცდილობს, CNN-ის შეძენას არ განიხილავს. თუმცა Paramount-ის შემთხვევაში, მათი $108.4 მილიარდიანი შეთავაზება ტელეარხის შეძენასაც მოიცავს.