ნახევარგამტარების გლობალური მწარმოებლების შემოსავალი 2024 წელს 21%-ით გაიზარდა და თითქმის $656 მილიარდი შეადგინა – Gartner-ის საბოლოო გამოთვლების მიხედვით.
ამერიკულმა Nvidia Corp.-მა 2024 წელს ჩიპების მწარმოებლებს შორის მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და პირველად გაუსწრო სამხრეთ კორეულ Samsung Electronics-ს და ამერიკულ Intel Corp.-ს.
„ტოპ ათეულში ცვლილება განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე ძლიერი მოთხოვნით და მეხსიერების ჩიპების გაყიდვების 73.4%-ით გაზრდით“, - თქვა გაურავ გუპტამ, Gartner-ის ანალიტიკის ვიცე-პრეზიდენტმა. "Nvidia გადავიდა პირველ ადგილზე მის დისკრეტულ გრაფიკულ დამუშავების ერთეულებზე (GPU) მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, რომლებიც იყო ძირითადი არჩევანი დატა ცენტრებში AI-სთან მუშაობისთვის."