ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ჰეჩის ოლქში, სოფელ მიანჰუა ტიანკენში, მდებარეობს უჩვეულო წიგნის მაღაზია, რომელიც ტურისტებისთვის პოპულარულ ღირსშესანიშნაობად იქცა. 

ის 326 მეტრის სიღრმის უზარმაზარი კარსტული ჩაღრმავების ციცაბო კლდის გასწვრივ არის აგებული. მიმდინარე წლის მაისში გახსნის შემდეგ, დაწესებულებამ 100 000-ზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა.

ადგილობრივი მუშები ამ ადგილს „ცოდნის კანიონს“ უწოდებენ: წიგნების თაროები პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი. საღამოს, 10 ათასზე მეტი ტომი განათებულია. ასევე არის ხელოვნების სივრცე და თემატური ზონები, სადაც შესაძლებელია დასვენება ფინჯან ჩაის ან ყავასთან ერთად. მაღაზიაში მისასვლელად ვიზიტორებმა 1000 ხის კიბე უნდა გადალახონ.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე