ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters სავაჭრო კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესყიდვის შეჩერების მიზეზი ტვირთის გადაზიდვის მაღალი საფასური გახდა. კომპანიების ინფორმაციით, რუსული ნავთობის, ESPO-ს ბარელი, რომლის ექსპორტი წყნარი ოკეანიდან ხდება, ICE Brent ნავთობთან შედარებით $3-5 დოლარით გაძვირდა.

ცნობისთვის, 10 იანვარს აშშ-მ ყველაზე მსხვილი სანქციების პაკეტი მიიღო, რომელმაც შეზღუდვები რუსული ნავთობს და გაზის ექსპორტს დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა 4-დან 2 ყველაზე მსხვილი რუსული სანავთობო კომპანია – გაზპრომ ნეფტი და სურგუტნეფტგაზი. ასევე სანქციები შეეხო 180 რუსულ ტანკერს. სანქციებმა კი გამოიწვია ის გაძვირება, რომლის გამოც ჩინეთს და ინდოეთს რუსული ნავთობის მიღებაზე უარის თქმა მოუწია.