ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Kratos Defense-მა და ტაივანის არმიამ წარმატებით გამოცადეს რეაქტიული ძრავის მქონე ახალი მოიერიშე დრონი, რათა სწრაფად გაძლიერდეს ტაივანის უნარი, რომ მზარდი ჩინური საფრთხის ფონზე მან "დიდი რაოდენობის" დაბალი ხარჯის მქონე დრონების გამოყენება შეძლოს.
Kratos-მა 5 თებერვალს განაცხადა, რომ გამოცდების ბოლო კამპანიის ფარგლებში ორივე მხარის ინჟინრებმა დაადასტურეს ტაივანური აღჭურვილობის Mighty Hornet IV ტიპის დრონზე ინტეგრაცია.
ამერიკული კომპანიის მიხედვით, ბოლო გამოცდა განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს Kratos-სა და ტაივანის მოწინავე სამხედრო კვლევის ორგანოს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჩუნგ-შანის ეროვნულ ინსტიტუტს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობას.
ამასთანავე, Kratos წერს, რომ Mighty Hornet IV ტიპის დრონი დაბალი ხარჯის მქონე, ფრთოსანი რაკეტის მსგავსი იარაღია და ორივე მხარე აპირებს, რომ ტაივანში "დიდი რაოდენობის" ასეთი სისტემები განალაგოს, რასაც როგორც შემაკავებლის, ასევე საომარი დანიშნულება ექნება.