მიმდინარე წლისთვის ექსპერტების მოლოდინები ჩინეთის ეკონომიკის მიმართ უარესდება, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსური პროგნოზით, პეკინი გაჭირვებით ახერხებს მიაღწიოს სამიზნე 5%-იან ეკონომიკურ ზრდას.

გამოკითხვაში მონაწილე 78 ეკონომისტის საშუალო პროგნოზი 2023 წელს ჩინეთის მშპ 5%-იანი ზრდაა, რაც წინა 5.1%-ან პროგნოზზე ნაკლებია. ექსპერტები 18% აფასებს, რომ დიდია იმის შანსები, რომ ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ტემპები მიზნობრივად დაბალი იქნება.

„უძრავი ქონების ბაზრის ვარდნის ნეგატიურმა ეფექტებმა, არასტაბილურმა განწყობამ და კორპორაციულ სექტორში ვალმა, შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკა ზრდის ტემპების დაქვეითებამდე მიიყვანოს“, - აცხადებენ Bloomberg Economics-ის ექსპერტები ჩანგ შუ და ანდრეი სოკოლი, მათი პროგნოზით, წელს ჩინეთის მშპ 5,4%-ით გაიზრდება.

HSBC Holdings Plc-ის, Morgan Stanley-ს და Citigroup Inc-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 5%-ზე დაბალი იქნება. HSBC-მ კი ამ კვირაში ეს პროგნოზი 5.3%-დან 4.9%-მდე შეამცირა.

სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პეკინს ეკონომიკური ზრდის მიზნის მიღწევაში უძრავი ქონების კრიზისი უშლის ხელს. 21 რესპონდენტიდან 17-მა სწორედ უძრავი ქონების ბაზრის პრობლემები დაასახელა, როგორც მთავარი საფრთხე ჩინეთის ეკონომიკისთვის.

ჰონგ კონგის საინვესტიციო კომპანია Poseidon Partner-ის ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბოლო დროს მიიღო ზომები უძრავი ქონების ბაზრის მხარდასაჭერად, ზეწოლა ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე გაგრძელდება.