ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე ტარიფები 84%-დან 125%-მდე გაზარდა, რომელიც ძალაში 12 აპრილს შევა, იუწყება Bloomberg ჩინეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, გუშინ, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.