დანიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ Carlsberg Group-მა რუსული ლუდსახარშების Baltika-ს გაყიდვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ლუდის მწარმოებლის ვებგვერდი იტყობინება.
გარიგება რუსეთის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდსან დამტკიცებას ელოდება. მყიდველის სახელი და გაყიდვის თანხა არ დაკონკრეტებულა. ტრანზაქციის დასრულების ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის.
ამავე დროს, Carlsberg -მა აღნიშნა, რომ ისინი ცდილობდნენ ეპოვათ „საუკეთესო გამოსავალი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის 8 ათასზე მეტი რუსი თანამშრომლისთვის“.
„რუსული ბიზნესის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გამოყოფისა და გაყიდვის ძალიან რთულ პროცესში“, - აცხადებენ კომპანიაში.
რუსეთში Carlsberg Group ფლობს Baltika-ს, რომელიც ფლობს რვა ლუდსახარშს ვორონეჟში, დონის როსტოვში, ნოვოსიბირსკში, სამარაში, სანკტ-პეტერბურგში, ტულაში, ხაბაროვსკში და იაროსლავში. ჯგუფის ლუდსახარშები აწარმოებენ ლუდის 55 ბრენდს, მათ შორის „ბალტიკა“ Carlsberg და „ჟიგულოვსკოე“