ამერიკული ბურბონი შესაძლოა ამოღებული იქნეს ამერიკული საქონლის სიიდან, რომელზედაც ევროკავშირი ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ Financial Times ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ სტეფან სეჟურნეზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ეს გამოწვეულია საფრანგეთის, იტალიისა და ირლანდიის მხრიდან ამ საკითხის აქტიური ლობირებით, რომლებიც „ცდილობენ დაიცვან თავიანთი ალკოჰოლური ინდუსტრია სავაჭრო ომის ესკალაციისგან“. FT ასევე წერს, რომ სტეფან სეჟურნე დაჰპირდა „კარგ ამბებს“ ევროპის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის France Inter-თან ინტერვიუში.