ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა, Iceland-მა მზა კერძები ასაკობრივი შეზღუდვის 18+-იანი ნიშნით ჩაუშვა, რომელიც რეკორდულად ცხარე წიწაკა Pepper X-ს შეიცავს.

ინფორმაციას Foodbev ავრცელებს.

სკოვილის სკალით, ამ წიწაკის სიცხარე 2.69 მლნ ერთეულს შეადგენს, რაც მას ხალაპენოს ჯიშზე 53,760%-ით ცხარეს ხდის. Pepper X, რომელიც მცენარეთა Capsicum-ის გვარს ეკუთვნის, წიწაკა ჩილის ამერიკელი სელექციონერის, ედ ქარის მიერ არის გამოყვანილი. ის ცნობილი წიწაკა Carolina Reaper-ის შემქმნელია. 2023 წელს Pepper X გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე ჩილის წიწაკად აღიარა.


Iceland-ისა და The Food Warehouse-ის სუპერმარკეტების თაროებზე ექსტრემალურად ცხარე წიწაკით ორი კერძი, Chicken Tikka Masala და Chilli Mac & Cheese გამოჩნდება. საკვების უპრეცედენტო სიცხარის გამო შეფუთვაზე ასაკობრივი შეზღუდვის ჩვენება გადაწყდა.

ცნობისთვის: ამერიკელი ქიმიკოსის, უილბურ სკოვილის მიერ შემუშავებული სკოვილის სკალა წიწაკაში შემავალი ცხარე ნივთიერების, კაპსაიცინის რაოდენობას აჩვენებს. სკოვილის სკალა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი წიწაკის სიხცარე ერთეულებში გაიზომოს. კერძოდ, ნული ერთეულის საწყის წერტილად წითელი ბულგარული წიწაკა არის შეფასებული. ხაბანეროს ჯიშის სიცხარე 100,000–350,000-ს, ხოლო Carolina Reaper–ის 2,000,000–5,300,000 ერთეულს შეადგენს.

ბიზნესპრესნიუსი