ბრიტანეთის საბჭოს ათეულობით ოფისი დახურვის საფრთხის წინაშეა. საქმე ეხება ფინანსურ კრიზისს, რომელშიც საბჭო დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.
ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ მაკდონალდმა The Guardian-თან განაცხადა, რომ საბჭოს ბიუჯეტი 250 მილიონი ფუნტით შემცირდა, რაც გამოიწვევს ასობით თანამშრომლის დათხოვნას და ოფისების დახურვას 40-მდე ქვეყანაში.
საბჭოს ბიუჯეტის დავალიანება აქვს, რომელიც 200 მილიონი ფუნტი სტერლინგს უკავშირდება, რაც Covid-ის პერიოდში მთავრობისგან მაღალპროცენტიანი სესხის სახით აიღო. მაკდონალდმა მოუწოდა მთავრობას შეამციროს სესხის განაკვეთი და ის 25 წელზე გადაუნაწილოს.
გარდა ამისა, მაკდონალდმა მთავრობას, ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ, შესთავაზა საბჭოს 200 მილიონი ფუნტის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელშიც შედის ბარბარა ჰეპვორტის, სტივ მაკქუინის, დევიდ ჰოკნის და რეიჩელ უაითრიდის ნამუშევრები.
ცნობისთვის, საბჭოს წლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტის შემოსავალი აქვს, ამ თანხის 85%-ს ის იღებს კომერციული აქტივობებით, როგორიცაა ინგლისური ენის გაკვეთილები. ბრიტანეთის საბჭო ამჟამად 100 ქვეყანაში საქმიანობს.