გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომდევნო 2 წლის განმავლობაში £2.6 მილიარდს, წინა წლებთან შედარებით, £250 მილიონით მეტს, დახარჯავს სახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის წყალდიდობისგან დასაცავად, - ამის შესახებ BBC წერს.
თანხა ბარიერებისა და კედლების აშენებას მოხმარდება, ნაწილი კი პრევენციისთვის დაიხარჯება, ანუ წყალდიდობის გამომწვევ ბუნებრივ მიზეზებთან ბრძოლას მოხმარდება.
ბრიტანეთის გარემოსდაცვითი სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების გამო, რაც, თავის მხრივ, ძლიერ წვიმებსა და ქარიშხალს წარმოშობს, ინგლისში ამჟამად დატბორვის რისკის ქვეშ 6.3 მილიონი სახლია. პროგნოზი არასაიმედოა. 2050 წლისთვის შესაძლოა ეს რიცხვი 8 მილიონამდე გაიზარდოს, ანუ რამდენიმე წელში ინგლისის ყოველი მეოთხე შენობა წყალდიდობისთვის სარისკო ზონაში მოექცევა
გარემოსდაცვითი სააგენტოს მდივანი, სტივი რიდი, აცხადებს, რომ შეკეთდება წყალდიდობისგან დამცავი სისტემები, რომლებიც წინა ხელისუფლების დაუდევრობით ამჟამად “უკიდურესად ცუდ” მდგომარეობაშია.
მთავრობის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთი წყალდიდობისგან დაცვაში წლიურად £1.3 მილიარდს დახარჯავს. დაფინანსებას ათასზე მეტი პროექტი მიიღებს, დამცავ ინფრასტრუქტურას კი 66 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა გაიუმჯობესებს. შეკეთდება ის სისტემებიც, რომლებიც გასული წლის წყალდიდობის გამო დაზიანდა.
პროექტები მოიცავს:
- £43 მილიონი Bridgwater Tidal Barrier Flood Defence Scheme-სთვის სომერსეტში.
- £35 მილიონი წყალდიდობის რისკის მართვის სქემისთვის დერბიში.
- £3.5 მილიონი Poole Bridge-ისთვის წყალდიდობისგან თავდაცვის სქემისთვის, დორსეტში
- £2.5 მილიონი საკუთრების წყალდიდობის მდგრადობის სქემების მხარდასაჭერად Leics-ში, Derbys-სა და Notts-ში.
- £2 მილიონი საზოგადოებების დასაცავად ბეუდლიში, ვორკსში.
100 მილიონ ფუნტზე მეტი გამოიყო თავდაცვითი ნაწილების შესაკეთებლად და შესანარჩუნებლად, რომელთა ნაწილი დაზიანდა გასული წლის წყალდიდობის დროს.
სხვათა შორის ამ მიზნით 2021 და 2024 წლებში კონსერვატიულმა მთავრობამ £1 მილიარდზე მეტი დახარჯა.