ნავთობის ფასები სამშაბათს ეცემა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთზე ზეწოლის ახალი გეგმა გამოაცხადა. ტრამპის მიერ გამოცხადებული ნაბიჯები არ მოიცავს რუსეთის ნავთობის სექტორზე დაუყოვნებლივ შეზღუდვებს, რომელთა შიშიც ინვესტორებს ჰქონდათ.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე სექტემბრის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 0.29 აშშ დოლარით (0.42%-ით) დაეცა და ბარელზე 68.92 აშშ დოლარი შეადგინა. ორშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი 1.15 აშშ დოლარით (1.6%-ით) დაეცა და ბარელზე 69.21 აშშ დოლარს მიაღწია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე NYMEX-ის ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსები 0.34 აშშ დოლარით (0.51%) შემცირდა და ბარელზე 66.64 აშშ დოლარი შეადგინა. წინა სესიის დროს კონტრაქტის ფასი 1.47 აშშ დოლარით (2.1%) დაეცა და ბარელზე 68.98 აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax–ზე