ნავთობის ფასების ზრდა ოთხშაბათს დღისით დაჩქარდა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, კოტირებები აღდგა წინა დღეს თითქმის ხუთწლიან მინიმუმამდე დაცემის შემდეგ. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 1.27 დოლარით (2.16%-ით) გაიზარდა და 60.19 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 1.29 დოლარით (2.33%-ით) გაიზარდა და ბარელზე 56.56 დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე