ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელიც დამნაშავედ ცნეს სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში (მიესაჯა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა) და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობაში ელოდა, წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის გადაწყვეტილებით, 70 წლის პოლიტიკოსის ხელახალი დაკავება პრევენციული ღონისძიების სახით აუცილებელი იყო, რადგან “გამოვლინდა ახალი ფაქტები“.
სასამართლოს მონაცემებით, „ახალი ფაქტები“ მოიცავს ფეხზე მონიტორინგის ელექტრონული სამაჯურის მონიტორის დაზიანების მცდელობას და საჯარო საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდებებს იმ საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ცხოვრობს.
ბრაზილიური საინფორმაციო სააგენტო G1-ის ცნობით, ჟაირ ბოლსონაროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება „ღრმა გაოგნებას“ იწვევს. მათი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საფრთხე ექმნება ბოლსონაროს სიცოცხლეს.