ამერიკულმა კონცერნმა Boeing Co.-მ, მსოფლიოში ავიაციის, კოსმოსური და სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, პირველ კვარტალში 11,5-ჯერ შეამცირა წმინდა ზარალი, ხოლო კორექტირებული მაჩვენებელი და შემოსავალი უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.
კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ იანვარ-მარტში მისმა წმინდა ზარალმა შეადგინა $31 მილიონი, ანუ 0,16 დოლარი ერთ აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 355 მილიონი დოლარის, ანუ 0,56 დოლარის ზარალთან შედარებით. კორექტირებული ზარალი შემცირდა $0.49-მდე აქციაზე $1.13-დან.
შემოსავალი გაიზარდა 18%-ით და 19,496 მილიარდი დოლარი შეადგინა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები, საშუალოდ, ელოდნენ, რომ კომპანია 19,38 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 1,18 აშშ დოლარის ზარალს დააფიქსირებდა ერთ აქციაზე.
შემოსავალი სამოქალაქო თვითმფრინავების სეგმენტში გასულ კვარტალში 1,8-ჯერ გაიზარდა და 8,147 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიწოდება გაიზარდა 1,6-ჯერ – 130 თვითმფრინავამდე.