გერმანული ავტომწარმოებელი BMW AG ნებაყოფლობითი გათავისუფლების პროგრამის ფარგლებში პერსონალის მასშტაბურ შემცირებას გეგმავს. პროფკავშირებთან შეთანხმებული პროგრამა 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება და, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პერსონალსა და ახალი პროდუქტის შემქმნელებს შეეხება, თუმცა წარმოებაზე გავლენას არ მოახდენს, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

Reuters–ის წყაროების ცნობით, სამუშაო ადგილების შემცირება დაახლოებით 8000 ადამიანს შეადგენს, ძირითადად გერმანიაში. კომპანიის საერთო სამუშაო ძალა დაახლოებით 150 000-ს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 87 400 გერმანიაში მუშაობს.

ვრცლად interfax – ზე