ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Blackstone-მა შესაძლოა მალე გამოაცხადოს სწრაფი კვების ობიექტების ქსელის – Jersey Mike's Subs–ის შესყიდვა – წერს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, ტრანზაქციის თანხა, კომპანიის დავალიანების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი.

WSJ წერს, რომ გარიგება ჯდება Blackstone-ის სტრატეგიაში, რომელსაც აქვს ფრენჩაიზის მოდელზე მომუშავე ბიზნესებში ინვესტირების დიდი გამოცდილება. კერძოდ, Hilton Hotels-ის შეძენა ითვლება ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ინვესტიციად უძრავი ქონების სექტორში. Blackstone ასევე ფლობს Servpro ქიმწმენდის ქსელს, 7Brew ყავის მაღაზიებს და Tropical Smoothie Cafe-ს.

Jersey Mike's არის სიდიდით მეორე სენდვიჩების ქსელი შეერთებულ შტატებში. ამ სეგმენტში ის მხოლოდ Subway-ს ჩამორჩება და 3 ათასზე მეტი დაწესებულება აქვს. კომპანია თავის ისტორიას 1956 წლიდან იღებს. კომპანიის მფლობელმა პიტერ კანკრომ განუცხადა WSJ-ს, რომ 2027 წლისთვის ქსელი შეიძლება გაფართოვდეს 4 ათას დაწესებულებამდე, 6,5 მილიარდი დოლარის ჯამური წლიური შემოსავლით.

interfax