ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით რუსეთიდან ბელარუსში გადასვლის მსურველებს საზღვარზე პასპორტებს უმოწმებენ.
„კონტროლი მხოლოდ შესვლაზე მოქმედებს. ეს ღონისძიება რუსეთთან ვიზების ურთიერთცნობის შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება,“ - აცხადებენ ბელარუსის საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტში.მათივე ცნობით საპასპორტო კონტროლი „შემდგომ ბრძანებამდე“ დაწესდა.
ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვარზე უკვე შეიქმნა რიგები