ნავთობის მსოფლიო ფასი 10 აგვისტოს 0,5%-ით გაიზარდა და Brent-ის ღირებულებამ ბარელზე $88-ს გადააჭარბა. ნავთობის ფასი ამ ნიშნულზე მიმდინარე წლის 27 იანვრის შემდეგ პირველად ავიდა.
10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, Brent ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 0,49%-ით გაიზარდა და ბარელზე $87,98 შეადგინა.
WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ამავე დროს 0,5%-ით, ბარელზე $84,8-მდე გაიზარდა.