ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტვირთის ღირებულება, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.

CNN წერს, რომ ბანანში ტვირთში კოკაინის აღმოჩენის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს. კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.