ამერიკული ნავთობკომპანიის ConocoPhillips-ის განცხადებით, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაზის საბადო აღმოაჩინეს- ექსპერტების მტკიცებით, 1 ნოემბერს ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შემდეგ ვიქტორიას კუნძულების სანაპიროსთან მდებარე ორ სამიზნე ზონაში გაზის კოლონებს მიაგნეს.
სამუშაოები კიდევ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც კომპანია მეორე გამოკვლევით ბურღვაზე გადავა, კვლევის მეორე ეტაპი დიდი მასშტაბის გაზის რესურსის არსებობის დადასტურებას ემსახურება, რომელმაც შესაძლოა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო სრულად მოამარაგოს.
ConocoPhillips-ის თქმით, Essington-1 ჭაბურღილზე სამუშაოები გრძელდება და როცა ის დაილუქება და გამოითიშება, ტექნიკა მეორე ბურღვაზე გადაინაცვლებს. ორი ნებართვის ფარგლებში სულ ექვსი ჭაბურღილის ჩაშვებაა დაგეგმილი, სამომავლოდ კი დამატებითი ოთხის ჭაბურღილი დაემატება.